უკან დაბრუნება
ლეპიდინი

ლეპიდინი

ბიოლოგიური დაცვა მავნებლების წინააღმდეგ

6 ₾ / 300 მლ

აღწერა

ლეპიდინი — ბიოლოგიური დაცვა მუხლუხოების წინააღმდეგ თქვენი საიმედო დამხმარე ბაღისა მავნებლების წინააღმდეგ!

მოქმედების მექანიზმი

ლეპიდინი არის 100% ბიოლოგიური პრეპარატი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ნიადაგის სასარგებლო ბაქტერია Bacillus thuringiensis var. kurstaki. როგორც კი მუხლუხო დამუშავებულ ფოთოლს ჭამს, მის ნაწლავში გააქტიურდება სპეციფიური ცილოვანი ტოქსინები (Cry1, Cry2), რომლებიც პარალიზებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. მუხლუხო მაშინვე წყვეტს კვებას და 2-5 დღეში იღუპება.

განსაკუთრებით ეფექტურია შემდეგ მავნებლებზე:

  • მუხლუხოები ვარდებსა და დეკორატიულ ყვავილებზე
  • ვაზის ფოთლისხვევია
  • ნაყოფჭამიები (ვაშლი, ქლიავი, ატამი და სხვ.)
  • ამერიკული თეთრი პეპელა
  • კომბოსტოს ჭია, თეთრულა, ჩრჩილი
  • ფოთლისხვევიები, აბრეშუმხვევიები
  • პომიდვრის, კარტოფილისა და სხვა კულტურების ჭიები
  • ❌ არ მოქმედებს ბუგრებზე, ტრიპსებზე, ტკიპებზე და

მთავარი უპირატესობები:

  • 100% ბიოლოგიური და ეკოლოგიურად სუფთა
  • უსაფრთხოა ფუტკრებისთვის, ჭიამაიებისთვის, ფრინველებისთვის და ადამიანისთვის
  • შეიძლება გამოყენება მოსავლის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე
  • მავნებლებს არ უვითარდებათ მიჩვევა (რეზისტენტობა)
  • არ წვავს ფოთლებს, არ არის ფიტოტოქსიკური
  • ეფექტურია +15°C-დან +30°C-მდე ტემპერატურაზე

გამოყენების რეკომენდაციები:

  • 200 მლ / 10 ლ წყალი
  • საუკეთესო შედეგისთვის შეასხურეთ მცენარეები, როცა მუხლუხოები ჯერ კიდევ პატარები არიან. განმეორებითი შეწამვლა რეკომენდებულია 7-10 დღეში ერთხელ.
  • შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულად. ტემპერატურა: +15°C-დან +25°C-მდე.

    შეკვეთა